რუსეთის „ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის“ ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქში ორი მებრძოლი მოკლეს
რუსეთის „ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის“ ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქში ორი მებრძოლი მოკლეს

ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში, კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ორი მებრძოლი მოკლეს. რუსეთის „ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის” ინფორმაციით, განეიტრალებული მებრძოლები დივერსიულ მოქმედებას და ტერაქტებს გეგმავდნენ.

რუსული მედიის ცნობით, ნალჩიკის გარეუბანში სპეცრაზმმა ალყაში მოაქცია მებრძოლები, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს უსაფრთხოების ძალებს დანებების შეთავაზების შემდეგ.

რუსეთის „ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის” ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ნაწილი იყვნენ. ადგილზე ავტომატური იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.

ნალჩიკში ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.