რუსული მედიის ინფორმაციით, ინგუშეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ოთხი მხარდამჭერი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ
რუსული მედიის ინფორმაციით, ინგუშეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ოთხი მხარდამჭერი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ

რუსული მედიის ინფორმაციით, ინგუშეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ოთხი მხარდამჭერი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულებს ასაფეთქებელი მოწყობილობებით და ცივი იარაღებით თავდასხმა სამართალდამცველების წინააღმდეგაც უნდა მოეწყოთ.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თავიანთი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, დაკავებულებმა კონტაქტი დაამყარეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებთან.

რუსული მედია წერს, რომ დაკავებულებს აღმოაჩნდათ ცეცხლსასროლი იარაღი და ცივი იარაღი, თვითნაკეთი ასაფეთქებელი და ცეცხლგამჩენი მოწყობილობები. ასევე, მათი წარმოებისთვის საჭირო კომპონენტები და იარაღები. საკომუნიკაციო საშუალებებში აღმოჩნდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრებთან მიმოწერა, რაც ადასტურებდა მათ დანაშაულებრივ განზრახვას. დაკავებულებს შორის ორს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინაშე ფიცი აქვს დადებული.