მედიის ინფორმაციით, ინგუშეთში რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ორი მებრძოლი მოკლეს
მედიის ინფორმაციით, ინგუშეთში რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ორი მებრძოლი მოკლეს

მედიის ინფორმაციით, ინგუშეთში რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ორი შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს.

რუსული მედია ინგუშეთის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრები სუნჟენის რაიონში გაანეიტრალეს.

ინგუშეთის სოფელ ტროიცკოეში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი 23 აგვისტოს დილას დაწესდა. სპეციალური რეჟიმის შემოღებას წინ შეიარაღებული დაპირისპირება უძღოდა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, სუნჟენის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, კიდევ ორი მებრძოლი გაანეიტრალეს. სპეცდანიშნულების რაზმმა მებრძოლები ტყით დაფარულ მთიან ზონაში, ალყაში მოაქცია. იარაღის დაყრისა და ჩაბარების მოთხოვნის საპასუხოდ, მებრძოლებმა ცეცხლი გახსნეს. ორმხრივი სროლის დროს ორივე მათგანი დაიღუპა.

დატოვე კომენტარი