ინგუშეთის ქალაქ ყარაბულაკში რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ ექვსი შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს
ინგუშეთის ქალაქ ყარაბულაკში რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ ექვსი შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს

ინგუშეთის ქალაქ ყარაბულაკში რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ ექვსი შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს. ქალაქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მოქმედებს. ამ დროისთვის სპეცოპერაცია დასრულებულია და სამართალდამცველები მოკლული პირების ვინაობას ადგენენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული პირების განეიტრალების მიზნით ყარაბულაკში სპეცოპერაცია 2 მარტს დაიწყო. ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ინგუშეთში ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების დროს უსაფრთხოების უწყებებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ შენობაში შეიარაღებული პირების ჯგუფი აღმოაჩინეს, რომლებიც მასშტაბური ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ. დაკავების მცდელობისას მათ ცეცხლი გაუხსნეს უსაფრთხოების ძალებს. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმმა მებრძოლები ერთ-ერთ კორპუსში მოაქცია ალყაში.

უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე სახლებიდან მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.