მედია - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სამხედრომ თავი მოიკლა
მედია - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სამხედრომ თავი მოიკლა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ქალაქ კვაისაში, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილში, 40 წლის სამხედრომ თავი მოიკლა. ინფორმაციას ე.წ. უწყებაში ადასტურებენ – იტყობინება ოკუპირებული რეგიონის საინფორმაციო სააგენტო „რეს“.

დე ფაქტო ძალოვანი უწყების განმარტებით, სამსახურის დასრულების შემდეგ, ჯარისკაცმა იარაღი ჩააბარა, სახლში დაბრუნდა და კალაშნიკოვის ავტომატიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა. საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, იარაღი სამსახურეობრივი არ იყო.

დაჭრილი ე.წ. სამხედრო მოსამსახურე, ოკუპირებული რეგიონის ქალაქ კვაისადან ცხინვალში გადაიყვანეს, მაგრამ ის გზაში გარდაიცვალა – იტყობინება სააგენტო „რეს“.