მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში სისხლის უჯრედების სრულიად ახალ წყაროს მიაგნეს
მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში სისხლის უჯრედების სრულიად ახალ წყაროს მიაგნეს

პაციენტები, რომლებსაც ინტენსიალურ (კუჭ-ნაწლავის) ტრანსპლანტანტებს უნერგავენ, არა მხოლოდ ახალ, ჯანმრთელ ნაწლავს იღებენ, არამედ სისხლის უჯრედების ახალ წყაროსაც.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მკვლევრებმა არაერთხელ შენიშნეს, რომ პაციენტებს, რომლებსაც კუჭისა და ნაწლავების გარკვეული ნაწილები ჰქონდათ გადანერგილი, აღენიშნებოდათ ე. წ. სისხლის ქიმერიზმი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი აწარმოებდნენ არა მხოლოდ სისხლის საკუთარ უჯრედებს, არამედ ასევე ჰქონდათ უჯრედები, რომლებიც მათ დონორებს ეკუთვნოდათ.

ასეთი რამ მოსალოდნელია ნებისმიერი ორგანოს გადანერგვისას, სულ მცირე გარკვეული ოდენობით. თუმცა, დონორთა სისხლის ეს უჯრედები იქ დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ მყარად გრძნობდა თავს, რაც მკვლევრებს თავდაპირველად საკმაოდ უცნაურად მოეჩვენათ.

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც ზრდასრულ ადამიანებში სისხლის ახალი უჯრედები იწარმოება, იყო ძვლის ტვინი. თუმცა, როგორც ეს ახალი აღმოჩენა მიუთითებს, ჰემატოპიურ ქსოვილებს შეიცავს ჩვენი ნაწლავებიც. ასეთ ქსოვილებში წარმოიქმნება და შემდეგ სისხლის მიმოქცევის სისტემაში გადის სისხლის წითელი და თეთრი უჯრედები.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გაურკვეველია, თუ რა ოდენობის სისხლი წარმოიქმნება ამ ნაწლავურ ქსოვილებში, შესაძლოა, ეს რიცხვი ჩვენი სისხლმომარაგების 10 პროცენტს შეადგენდეს.

იმის გასარკვევად, თუ რა ემართებოდა ამ გარე უჯრედებს გრძლევადიან პერსპექტივაში, მეცნიერები ხუთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 21 ისეთ პაციენტს, რომლებსაც გადანერგილი ჰქონდათ ნაწლავური ტრანსპლანტანტები.

უცხო ჰემატოპიური ღეროები და პროგენიტორული უჯრედები (HSPC) მათ იპოვეს არა მხოლოდ გადანერგილი ნაწლავის ლორწოვან გარსში, არამედ მოკლე ნაწლავში, ღვიძლსა და ლიმფურ კვანძებშიც.

გარდა ამისა, ეს უჯრედები დროთა განმავლობაში ჩანაცვლდა რეციპიენტთა საკუთარი სისხლისწარმომქმნელი ქსოვილებით.

ერთი შეხედვით, ეს შეშფოთების მიზეზი უნდა ყოფილიყო, რადგან სისხლის უჯრედები წარმოდგენს ორგანიზმის იმუნური სისტემის მთავარ „ჯარისკაცებს“, რომლებიც შეჭრილ ორგანიზმებს ესხმიან თავს.

გადანერგილ ორგანოს მიმღების სხეული სულაც არ იღებს მეგობრულად. სწორედ იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციის შესასუსტებლად ხდება საჭირო უარყოფის საწინააღმდეგო მძლავრი თერაპია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმი ახალ ორგანოს არ იღებს და ანადგურებს.

ლოგიკურია, რომ ნაწლავურ ქსოვილებში წარმოქმნილი სისხლის თეთრი უჯრედები უნდა წარმოდგენილი იყოს მიმღების უცხო ქსოვილებშიც, რის გამოც სხეული მათ თავს ესხმის, რაც graft-versus-host disease-ის სახელით ცნობილი ჰომოლოგიური დაავადებაა.

სწორედ ამიტომ, კარგად თავსებადი ძვლის ტვინის გადანერგვაც კი საკმაოდ სარისკოა, მიმღების ორგანიზმის მხრიდან თავდასხმის გამო.

თუმცა, ეს პრობლემა არც ისე ცუდი აღმოჩნდა, როგორც მკვლევრები ვარაუდობდნენ. სინამდვილეში, სისხლის თეთრი უჯრედები პირიქით, გარკვეული სახის დიპლომატიურ ურთიერთობაში ჩაერთნენ.

კვლევის ავტორის, მეგან სიკესის განცხადებით, ნათლად წარმოჩნდა იმუნოლოგიური გადაკვეთა სისხლის უჯრედების ორ წყებას შორის, რამაც ტრანსპლანტანტი პაციენტის იმუნური სისტემისგან დაიცვა, პროცენტი კი ტრანსპლანტანტისგან.

როგორც აღმოჩნდა, დონორის პროგენიტორული უჯრედები (HSPC) ახალ სხეულს მოერგო და ახალი „სახლი“ თავისად აღიქვა, თანდათანობით კი ისინი სრულად ჩანაცვლდა.

კუჭ-ნაწლავის ალოგენური ტრანსპლანტანტები წარუმატებლობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, პირველ წელში დაახლოებით 50 პროცენტით.

ალოგენურ ტრანსპლანტანტებში ლიმფური ქსოვილების მაღალი ოდენობის გამო, პაციენტების 5-9 პროცენტს graft-versus-host disease-ის ჰომოლოგიური დაავადება უვითარდება.

ჯერ კიდევ ერთ-ერთ წინა კვლევაში, ორი განსხვავებული ინტენსიალური ტრანსპლანტანტის მქონე ცხრა პაციენტიდან ოთხს, რომელსაც საშუალო სიმკაცრის უარყოფა აღენიშნა, დონორთა სისხლის უჯრედების გაცილებით დაბალი ოდენობა ჰქონდა.

ეს ოდენობა დიდი არ არის, მაგრამ სულ უფრო იზრდება შემთხვევები, როცა კუჭ-ნალწავში გადანერგილი პროგენიტორული უჯრედები ამცირებს უარყოფის რისკებს.

ამ პროცესის უკეთ შესწავლამ შესაძლოა, დიდი გამარჯვება მოიტანოს ტრანსპლანტირების სფეროში.

მეგან სიკესის განცხადებით, შესაძლებელია, რომ დონორის უჯრედების მაღალი ოდენობის მქონე პაციენტებს აღარ დასჭირდეთ იმუნოშეზღუდვის ძლიერი თერაპია, რაც შედეგებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

კვლევა ჟურნალ Cell Stem Cell-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია medicalxpress.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.