მდინარე ალაზნის ადიდების შედეგად, გურჯაანი-აფენის მიმართულებით საავტომობილო გზა დაიტბორა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია.
როგორც საქართველოს პირველ არხს ერთ-ერთმა მძღოლმა განუცხადა, ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციამ მას ამ გზით გადაადგილების უფლება არ მისცა და შემოვლითი გზით წასვლა ურჩია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების მიზნით გურჯაანი-აფენის გზაზე შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ გარკვეული დროის შემდეგ შეზღუდვები მოიხსნა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის გურჯაანი-აფენის საავტომობილო გზაზე მაშველები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პრევენციის მიზნით მორიგეობენ.