60 წლამდე მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მდინარე ალაზანში იპოვეს
60 წლამდე მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მდინარე ალაზანში იპოვეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ საბათლოში, მდინარე ალაზანში მაშველებმა გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო როგორც კახეთის სამშენებლო ჯგუფები, ასევე თბილისის სწრაფი რეაგირების განყოფილების მყვინთავები.

არსებული ინფორმაციით, სამოც წლამდე მამაკაცი მდინარეში მეგობრებთან ერთად გუშინ შევიდა, მაგრამ მდინარემ გაიტაცა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.