სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრა ადიდდა [ვიდეო]
სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრა ადიდდა [ვიდეო]

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის თემში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ნენსკრას შენაკადი დევრულა ადიდდა, რამაც სოფელ ყარსგურიშთან დამაკავაშირებელი საავტომობილო ხიდი დააზიანა. ადიდებულია მდინარე ნენსკრაც.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ხიდზე ავტომანქანით გავლა შეუძლებელია.

ამასთან, სოფელი ყარსგურიში მუნიციპალურ ცენტრს მოწყვეტილი არ არის, რადგან არსებობს ცენტრამდე მისასვლელი შემოვლითი გზა.

მდინარე ნენსკრამ, რომელიც ძლიერი წვიმის და თოვლის დნობის შედეგად ადიდდა, ჭუბერის ხეობაში გასულ წელს, 5 ივლისს სოფლის ნაწილი დატბორა. წყალმა დაანგრია და წაიღო საცხოვრებელი სახლები, ხიდები, საავტომობილო გზები და სამეურნეო მიწები.

სოფელ ჭუბერში მდინარის ადიდების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.