ადიდებულმა მდინარე ალაზანმა პანკისის ხეობაში მაღალი ძაბვის გადამცემი დააზიანა
ადიდებულმა მდინარე ალაზანმა პანკისის ხეობაში მაღალი ძაბვის გადამცემი დააზიანა

უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ალაზანმა პანკისის ხეობაში მაღალი ძაბვის გადამცემის საყრდენი წააქცია. შედეგად სოფლები – ზემო, ქვემო და შუა ხალაწანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ ვაჟა ნასყიდაშვილთან ერთად, პანკისის ხეობაში იმყოფებოდა და ვითარებას გაეცნო.

ირაკლი შიოშვილის განცხადებით, წყლის დონის დაკლების შემდეგ, ენერგოკომპანია აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს და სოფლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება.