გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიკითხება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიკითხება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, არასრულწლოვანთა ეპიზოდზე საქმის ერთი-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიკითხება.

სასამართლოში შესვლამდე, ბრეგვაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მასთან ერთად იმყოფება მისი ადვოკატი ირმა ჭკადუა.

ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა, ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს.

„არ ვიცი, რა კითხვები იქნება, თუმცა მზად არის, ყველა კითხვას უპასუხოს, რაც ექნება ბრალდებას და დაცვას. იაკობი არ ერთ ბიჭს არ იცნობდა. მათთან ერთად დატოვა აგარაკის ტერიტორია. ყველა მანქანით წავიდა. სრულიად შემთხვევით, ექვსი ადამიანი დარჩა მანქანის გარეშე და გადაწყვიტეს ერთად წამოსვლა. მაშინ მათი სახელებიც არ იცოდა. იყო სიბნელე. იაკობ ბრეგვაძეს უფრო კარგად ის ორი ადამინი ახსოვს, ვინც მაგისტრალზე წამოეწია და ნომრები გაცვალეს. მას ამოცნობა კონკრეტული პირების არ შეუძლია. იაკობი იტყვის ყველაფერს, რაც მას წინასწარ გამოძიებაში აქვს ნათქვამი. ძალიან ბევრჯერ ვთქვით ამაზე და ხშირად მოხდა ამ ფაქტის დამახინჯება გამომდინარე იქიდან, რომ იაკობმა იფიქრა, მან უშველა საკუთარ თავს, ისევე როგორც სხვებს. კადრები არის, როგორ შედის იმ სახლში, გამოდის და გამოსვლისას იქ არაფერი ხდება და მოდით, ვიყოთ ობიექტურები. როცა გამოდის ის იმ სახლიდან, იქ არაფერი ხდება. მან იფიქრა, როგორც მან უშველა თავს, ისე მოიქცა ყველა. პატრული რომ ურეკავს, ეუბნება კონფლიქტი ამოწურულიაო“, – განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.