მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი გაგრძელდება
მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაგრძელდება.
დღევანდელ პროცესზე დაგეგმილია ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ანა გაბეჩავას დაკითხვა.
ექვსი არასრულწლოვნის საქმეზე სასამართლო სხდომა გუშინ ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინდელ პროცესზე გამომძიებლები და ნარეკვავში, ნაქირავებ აგარაკზე მყოფი ერთ-ერთი პირი დაკითხეს.
გამომძიებლებმა იმ საგამოძიებო ექსპერიმენტების შესახებ ისაუბრეს, რაც ავტომაგისტრალზე ამ საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა გამომძიებელმა ერთდროულად ორი მოწმის გამოკითხვის ოქმი შეადგინა, რაც მტკიცებულების სახით სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა, თუმცა სახელმწიფო ბრალდება რაიმე სახის კანონდარღვევას კატეგორიულად გამორიცხავს.
არასრულწლოვნების საქმეზე სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.