მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა დასრულდა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა დასრულდა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა დასრულდა.

ადვოკატების განცხადებით, პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ვასილ მახარაძის მიერ წარდგენილი დათვალიერების ოქმები სასამართლომ სრულად ცნო დასაშვებად. ადვოკატის შეფასებით, ამ მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა სამართლიანი იყო ვასილ მახარაძის მიმართ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

ადვოკატ ვასილ მამულაშვილის განცხადებით, მოსამართლემ დაცვის მხარის უმეტესი ნაწილი დაუშვებლად ცნო ხოლო ბრალდების სრულად. მისი განცხადებით, იგი ამ უსამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. შემდეგი პროცესი 9 ოქტომბერს გაიმართება, სადაც ცნობილი გახდება, გადაეცემა თუ არა საქმე არსებით განხილვის ეტაპზე.

„დღეს სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს იხილავდა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ვასილ მახარაძის ადვოკატების მიერ წარმოდგენილი დათვალიერების ოქმები, რომელიც ნაწარმოებია ადვოკატების მხრიდან და მოპოვებულია აღნიშნული მტკიცებულებები, სრულად ცნო დასაშვებად, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მთავარ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს წარვუდგინოთ ყველა ის მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც მოიპოვა დაცვის მხარემ“, – განაცხადა ჩომახაშვილმა.