მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმასა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა

15:49, 09.05.2022

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ ბექა და გიორგი შენგელიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლე ალექსანდრე მზირიშვილმა განაცხადა, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არსებობს მიმალვის რისკები.

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ესროლა. ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან ბადრაგის თანამშრომლებმა გაიყვანეს.

საქართველოს პროკურატურამ მცხეთაში მომხდარ პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება 8 მაისს წარუდგინა.

მსგავსი