მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის პროცესი გაიმართება
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის საქმის არსებითი განხილვა გაიმართება.
ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, ბრალდებისა და დაცვის მხარე დღევანდელ სხდომაზე შესავალი სიტყვით წარდგებიან.
როგორც ადვოკატი ამბობს, შემდეგ სასამართლო სხდომაზე მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.
„როგორც დაცვის ასევე ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე წარდგება შესავალი სიტყვებით. მოვახსენებთ სასამართლოს ჩვენ მოსაზრებას ამ საქმესთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ თუ სასამართლოს მიერ უზრუნველყოფილი იქნება დაცვის უფლების სრულყოფილი განხორციელება, ჩვენ მივიღებთ ამ საქმეზე ერთადერთ ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რაც არის გამამართლებელი განაჩენი. ამ ეტაპის შემდეგ ჩვენ უშუალოდ გადავალთ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, რაც მოიცავს როგორც მოწმეების დაკითხვას, ასევე სხვა მტკიცებულებების გამოკვლევას“, – განაცხადა ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ.