მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრუწლოვანი ბრალდებულების საქმის განხილვა მიმდინარეობს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრუწლოვანი ბრალდებულების საქმის განხილვა მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. ბრალდების მხარის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე გაგრძელდება მოწმე ე.ხ-ს გამოკითხვა და ასევე საერთო ჯამში დაგეგმილია 12 მოწმის დაკითხვა. დასაკითხ მოწმეებს შორის არიან საქმის გამომძიებლები, 18 ივნისის წვეულების მონაწილე პირები და ასევე ის რამდენიმე პირი, რომელმაც მცხეთიდან წამოიყვანეს ახალგაზრდები.
ადვოკატების განცხადებით, მოწმე ე.ხ, რომლის დაკითხვაც გუშინ მიმდინარეობდა, კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით არ უსაუბრია. დღეს მოხდება მისთვის ვიდეომასალის ჩვენება, სადაც მან უნდა ამოიცნოს კონკრეტული პირები, მათ შორის იმ ვიდეომასალის, რომელიც ახალგაზრდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ასახავს და ასევე მცხეთის ავტომაგისტრალზეა გადაღებული.
ასევე საქმის პროკურორმა, ნანა გიგუტიშვილმა ისაუბრა გიორგი შაქარაშვილის წელის ჩანთაზე ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ადვოკატების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. პროკურორის თქმით, ჩანთის დასკვნა საგამოძიებო ორგანოსთვის ჯერ ცნობილი არ არის და შესაბამისად, უცნობია, ვისი კვალია ამ ჩანთაზე.