მარნეულში სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ორსული ქალი გარდაიცვალა
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქეშალოში ხუთი თვის ორსული ქალი სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. შემთხვევა გუშინ მოხდა.