მარნეულში სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ორსული ქალი გარდაიცვალა

13:29, 29.12.2018

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქეშალოში ხუთი თვის ორსული ქალი სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მსგავსი