რუსთავში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ცოლ-ქმარი დაიღუპა
რუსთავში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ცოლ-ქმარი დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში. მესხიშვილის ქუჩაზე სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა.

ისინი დაღუპულები სახლში საკუთარმა შვილმა ნახა, რომელსაც ღამით მეზობელ ოთხში ეძინა. გოგონას მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მას ნერვული შოკი აქვს.

ოჯახი აღნიშნულ ბინაში ქირით ცხოვრობდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და პოლიცია.