რუსთავში CO-თი ​ხუთი წლის გოგონა და ორი ქალი მოიწამლა
რუსთავში CO-თი ​ხუთი წლის გოგონა და ორი ქალი მოიწამლა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, საცხოვრებელ ბინაში CO-თი ხუთი წლის გოგონა და ორი ქალი მოიწამლა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ხუთი წლის გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ზრდასრულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.