„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - ისანში CO-თი ინტოქსიკაცია ღია კამერიანმა აკრძალულმა წყალგამაცხელებელმა გამოიწვია
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - ისანში CO-თი ინტოქსიკაცია ღია კამერიანმა აკრძალულმა წყალგამაცხელებელმა გამოიწვია

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, დღეს მათ კომპანიაში ცხელ ხაზზე შევიდა ინფორმაცია, რომ ისნის რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები ქალი შეუძლოდ გახდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ადგილზე მისულმა კომპანიის სპეციალისტებმა შემოწმებისას აბაზანაში, კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი აღმოაჩინეს.

მათივე ცნობით, ბინაში მცხოვრები ქალბატონი აბაზანაში ყოფნისას, სავარაუდოდ CO-თი მოიწამლა.

ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა სახიფათო ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი გაზის ქსელიდან ჩახსნეს და მეპატრონე კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ აღნიშნული წყლის გამაცხელებლის მოხმარება  სიცოცხლისთვის საშიშია. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, ნუ გარისკავთ საკუთარი ან სხვისი სიცოცხლით. უარი თქვით ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლების და გაზგამათბობლების მოხმარებაზე. ასევე სიფრთხილე გამოიჩინეთ ქარიან ამინდში გაზის დანადგარებთან“,- აღნუშნულია განცხადებაში.