მარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელსაც დაუდასტურდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელს კლინიკური სიმპტომები აღენიშნება.
აქედან გამოდმინარე, ეზუგბაია ვარაუდობს, რომ კორონავირუსი მასაც დაუდასტურდება,
„გუშინ შემოვიდა ოთხი ახალი შემთხვევა, მათ შორის ერთი იცით, ბათუმიდან მოდიოდა, მოზარდი თავის მშობელთან ერთად. ბავშვს დადგენილი აქვს კორონავირუსი, მშობელს დადასტურებული არ აქვს, მაგრამ უკვე მასაც კლინიკა აქვს და ასე რომ, დაუდასტურდება“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.
კორონავირუსით ინფიცირებული 10 წლის ბავშვი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბათუმიდან გუშინ გადაიყვანეს.