მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი დღეს ერთ პაციენტს დაუდასტურდა, რომლის ინფიცირების წყაროც დგინდება
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი დღეს ერთ პაციენტს დაუდასტურდა, რომლის ინფიცირების წყაროც დგინდება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევაა მოთავსებული.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათგან ერთი უკვე დადასტურებული დიაგნოზით შეიყვანეს, ხოლო მეორეს კოვიდ19 მათ ცენტრში დღეს დაუდასტურდა.

„დილას გვყავდა 38 დადასტურებული პაციენტი. დაგვემატა ორი პაციენტი, ერთი მარნეულის წყაროდან არის შემოსული – იმ 30 შემომატებულ პაციენტებში შემავალის. მეორე პაციენტს რაც შეეხება, დღეს დილას ჩვენთან ხუთ პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ერთ-ერთი პაციენტის დადასტურებული შემთხვევაა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება გამოჯანმრთეებულებს, ეზუგბაია ამბობს, რომ კლინიკას კორონავირუსისგან განკურნებული ჯამში 46 პაციენტი ჰყავს.

„გაწერილი გვყავს 46 პაციენტი დღევანდელი დღის ჩათვლით. ტესტიება უტარდებათ მათ, ვისაც თავიანთი დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობით ეკუთნით უკვე გამოჯანმრთელება. გამოჯანმრთელებაზე ტსტირება დღეს საღამოს ჩაუტარდებათ და ხვალ დილას გვეცოდინება, რამდენი დატოვებს ჩვენს ცენტრს“, – განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ამ დროის მონაცემებით, ჯამში 10 პაციენტის პასუხებს ელოდებიან.