თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის მათ ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს ერთი ინფიცირებული უკვე დადასტურებული დიაგნოზით.

ეზუგბაიას განმარტებით, ახალი პაციენტის შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

„ჩვენთან არის 36 ინფიცირებული, გუშინ შემოგვემატა ერთი უკვე დადასტურებული  შემთხვევა. ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების კონტაქტი. ასევე მათთან ერთად შემოვიდა შვიდი კონტაქტი, რომელთა კვლევაც ამ დილას ჩატარდება და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება, ანუ ჩვენთან მყოფი პაცოენტების კონტაქტებია“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაია ამბობს, რომ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს სავარაუდოდ დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე შეემატება.

„ჩვენს გამოჯანმრთელებულ პაიცენტებს ალბათ დღის გამნავლობაში შეემატება კიდევ  რამდენიმე პაციენტი, დღეს ჩატარდება ტესტირება და შედეგების მიხედვით საღამოს მოგაწვდით ინფორმაციას“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.