მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი შემთხვევიდან ერთი 10 წლის ბავშვია, რომელიც ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავთ
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი შემთხვევიდან ერთი 10 წლის ბავშვია, რომელიც ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი შემთხვევიდან ერთი 10 წლის ბავშვია, რომელიც ამ წუთებში ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავთ.

„დადასტურებული პაციენტი გადმოყავთ ახლა ბათუმიდან მშობელთან ერთად. ეს არის 10 წლის ბავშვი. მისი ისტორია ჩემთვის არ არის ცნობილი. როცა მივიღებ პაციენტს, მაშინ გახდება ჩემთვის ცნობილი მისი ისტორია და შემდეგ ვისაუბრებ. მშობელს უარყოფითი აქვს, მხოლოდ ბავშვს აქვს დადებითი, მაგრამ ალბათ ერთად იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ჯერჯერობით მხოლოდ ბავშვია დადასტურებული, შესაძლებელია მომავალში დადასტურდეს მშობელზე ან არ დადასტურდეს. არ არის სავალდებულო ეს ვარიანტი“ , –  განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება მეორე დადასტურებულ შემთხვევას, ეზუგბაია ამბობს, რომ ინფიცირებული სომხეთიდან ჩამოსული პაციენტია.