ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელს კორონავირუსი დაუდასტურდა

19:39, 02.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული ერთი ახალი შემთხვევა ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელია.

მისივე თქმით, დღეს ტესტი 14-მდე პაციენტს ჩაუტარდა და კოვიდ19 მხოლოდ მოზარდის მშობელს დაუდასტურდა.

„ერთი ახალი შემატებული პაციენტი ათი წლის მოზარდის მშობელია, რომელსაც დღეს დავუდასტურეთ. დღეს დილად 14-მდე ტესტი გავაკეთეთ და მშობელს დაუდასტურდა, დანარჩენი ნეგატიური იყო“ ,-  განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში სულ კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 131 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 26 გამოჯანმრთელებულია.

მსგავსი