მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი სომხეთიდან არის ჩამოსული
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი სომხეთიდან არის ჩამოსული

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთი ე.წ. იმპორტირებული შემთხვევაა.

კერძოდ, მისი თქმით, ინფიცირებული პაციენტი სომხეთიდან არის ჩამოსული.

„დღეს დილიდან დაგვემატა ორი ახალი შემთხვევა. ერთი შემთხვევა უკვე ჩვენთან შემოყვანილია. ეს არის იმპორტირებული, შემოტანილი შემთხვევა და სომხეთიდან არის ეს პაციენტი, ანუ ინფიცირებული არის სომხეთიდან ჩამოსული პაციენტი. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე. ახლა კეთდება კლინიკურ-ლაბორატიული, რადიოლოგიური კვლევები და შეფასდება მისი მდგომარეობა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 117 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 23  არის გამოჯანმრთელებული.

დატოვე კომენტარი