უმრავლესობის დეპუტატი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით ურთიერთობების გამწვავებას გამორიცხავს.
მისი თქმით, საქმე ეხება აზრთა სხვადასხვაობას სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში.
„საჯარო სივრცეში უფრო მწვავედ გამოჩნდა დაპირისპირება, ვიდრე რეალურად არსებობს. საკითხი ეხება აზრთა სხვადასხვაობას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. დაპირისპირებასა და ასე ვთქვათ, გუნდის შიგნით ურთიერთობის გამწვავებას მე გამოვრიცხავ. ბუნებრივია, წარმოუდგენელია საუბარი ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.