ირაკლი კობახიძე - თუ დეპუტატები სიმშვიდეს შეინარჩუნებენ, შეცდომებს არ დაუშვებენ
ირაკლი კობახიძე - თუ დეპუტატები სიმშვიდეს შეინარჩუნებენ, შეცდომებს არ დაუშვებენ

პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე დეპუტატებს მოუწოდებს, სიმშვიდე შეინარჩუნონ და კონცენტრაცია საპარლამენტო საქმიანობასა და სადეპუტატო ფუნქციების განხორციელებაზე მოახდინონ და არა იმაზე, რასაც საზოგადოება ბოლო დღეების განმავლობაში ხედავს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე გუნდში არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უმრავლესობის სხდომა სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება.

მისი თქმით, სამშაბათის ჩათვლით, „ქართულ ოცნებას“ რეგიონებში პარტიული ღონისძიებები აქვს დაგეგმილი და თბილისში ვერ იქნება. შესაბამისად, მის გარეშე უმრავლესობის სხდომა ვერ ჩატარდება.

„სხდომაზე ყველა საკითხი განიხილება. ჩემი მოწოდებაა, თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებენ და არ აჩქარდებიან, შეცდომებს არ დაუშვებენ. პრობლემების გადაწყვეტა მარტივად შესაძლებელია, მთავარია, მსჯელობა და ყველა პრობლემა ამის საფუძველზე მოგვარდება. წინააღმდეგობა იმ მასშტაბის არ არის, რომ რაიმე გადაუჭრელი იყოს. ეს ვითარება მას შემდეგ მოგვარდება, რაც მსჯელობა გაიმართება“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება უმრავლესობის სხდომაზე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის ხელმძღვანელის გიორგი კვირიკაშვილის დასწრების საკითხს, კობახიძე აცხადებს, რომ ყველაფერზე მსჯელობა იქნება, მათ შორის ფორმატზე.