მამუკა კობახიძე - მეტროსადგურ "ვარკეთილის" ჭერი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დაუკვეთა
მამუკა კობახიძე - მეტროსადგურ "ვარკეთილის" ჭერი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დაუკვეთა

მერიის სატრანსპორტო სამხურის უფროსის მამუკა კობახიძის განცხადებით, მეტროსადგურ “ვარკეთილის” ჭერი მერიის დაკვეთით არ დამზადებულა. კობახიძის თქმით, მეტროში ჭერის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და კითხვებზე პასუხი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

“გამოძიება დაადგენს შეცდომა საპროექტო თუ სამშენებლო დონეზე იყო დაშვებული. როგორი ჭერი უნდა ყოფილიყო, ეს მერიას არ დაუკვეთავს, სატრანსპორტო კომპანამ დაუკვეთა. შესრულებულ სამუშაოზე რამდენიმე ექსპერტიზა ჩატარდა. კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს”,- აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა. მომხდარის გამო, შეფერხდა მეტროსადგურის მუშაობაც. შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები. მოხდა ჭერის იმ ნაწილის დემონტაჟიც, რომელსაც შესაძლოა, მგზავრებისთვის დამატებითი პრობლემები შეექმნა. დილიდან მეტროსადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.