მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტანდარტი არის, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ 2012 წლიდან
ჩვენი სტანდარტი არის ის, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ 2012 წლიდან, ამ სტანდრტმა მოგვცა საშუალება მიგვეღწია წარმატებისთვის, რომელიც გვაქვს, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის დამსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 2018 წლის არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, საერთაშორისო საზოგადოებამ მას მისცა თავის შეფასება თავისი კონკრეტული რეკომენდაციით და ეს არის კონკრეტული მოცემულობა.
„დღევანდელ არჩევნებსაც, ბუნებრივია, ექნება თავისი შეფასებები, მათ შორის, წინასწარი შეფასებები უკვე არის ცნობილი. მე კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, ახლა ამ წუთებში უნდა მივცეთ ყველამ საშუალება, რომ კომისიებმა დაასრულონ მუშაობა ისე, როგორც საჭიროა, ამ მონაცემებით, ჩვენი კანდიდატები იგებენ ყველგან. თბილისში, მთაწმინდაზე იქნება სავარაუდოდ მეორე ტური“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.