მალტის პრემიერის ადმინისტრაციის უფროსი კიტ შემბრი გადადგა.
გავრცელებული ინფორმაცია უკვე დაადასტურა ქვეყნის პრემიერ-მინსტრმა, ჯოზეფ მუსკატმა. თავად შემბრის მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პოლიციის ინფორმაციით, შემბრი 2017 წელს მოკლული ჟურნალისტის, დაფნა კარუანა გალიციას საქმეში ფიგურირებს. ჟურნალისტი მთავრობის კორუფციულ საქმიანობაზე მუშაობდა. დაფნა კარუანა გალიცია 2017 წლის 16 ოქტომბერს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.