ირაკლი ღარიბაშვილი – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად რადგან ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

11:24, 22.09.2023

რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტას მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მალტას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ აბელასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივი კავშირების გაძლიერების საკითხებს.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მალტის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ აბელასთან. საუბარი შეეხო ორმხრივი კავშირების გაძლიერებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის გამყარების გზებს. რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტას მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნავს პრემიერი.

საქართველოსა და მალტის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ნიუ იორკში გაიმართა.

მსგავსი