ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად რადგან ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად რადგან ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტას მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მალტას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ აბელასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივი კავშირების გაძლიერების საკითხებს.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მალტის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ აბელასთან. საუბარი შეეხო ორმხრივი კავშირების გაძლიერებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის გამყარების გზებს. რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტას მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნავს პრემიერი.

საქართველოსა და მალტის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ნიუ იორკში გაიმართა.