სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, რომელსაც „გახარია საქართველოსთვის“ წევრები არ ესწრებოდნენ

19:57, 31.10.2024

ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამი ოპოზიციური გაერთიანების: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

ამასთან, შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

როგორც მანამდე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა დოლიძემ ოპოზიციის გეგმაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის შემდეგ სამი ოპოზიციური გაერთიანება სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მსგავსი