ილია დარჩიაშვილი - მალტა იბარებს ეუთო-ს თავმჯდომარეობას, ვფიქრობ, ამ ქვეყნის ჩართულობით კიდევ უფრო გაძლიერდება ორგანიზაცია
ილია დარჩიაშვილი - მალტა იბარებს ეუთო-ს თავმჯდომარეობას, ვფიქრობ, ამ ქვეყნის ჩართულობით კიდევ უფრო გაძლიერდება ორგანიზაცია

მალტის ჩართულობით კიდევ უფრო გაძლიერდება ეუთო და ძალიან სწრაფად დაძლევს იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დარჩიაშვილმა მალტასთან, როგორც ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან, ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრა.

„მალტა იბარებს ჩრდილოეთ მაკედონიისგან თავმჯდომარეობას. მალტა გააგრძელებს მუშაობას ყველა წევრ ქვეყანასთან, რათა ორგანიზაციამ დაძლიოს გამოწვევები, სირთულეები, რომლებიც დღეს აქვს.

რა თქმა უნდა, ჩვენ მალტასთან გვაქვს ძალიან კარგი, დინამიკური, ორმხრივი ურთიერთობები. მინისტრთან მე მაქვს ძალიან ინტენსიური კავშირი და ვფიქრობ, რომ მალტის ჩართულობით კიდევ უფრო გაძლიერდება ორგანიზაცია და ძალიან სწრაფად დაძლევს იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს აქვს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.