მაკა ბოჭორიშვილი - მალტის რესპუბლიკაში საინტერესო შეხვედრები იყო როგორც მალტის პრეზიდენტთან, ასევე მალტის პარლამენტში
მაკა ბოჭორიშვილი - მალტის რესპუბლიკაში საინტერესო შეხვედრები იყო როგორც მალტის პრეზიდენტთან, ასევე მალტის პარლამენტში

მალტის რესპუბლიკაში ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო როგორც მალტის პრეზიდენტთან, ასევე მალტის პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ორივე შეხვედრაზე გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები.

„განსაკუთრებით შესანიშნავია მალტის პრეზიდენტის ხედვები რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ის, თუ რამდენად კარგად არის აღქმული საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკა ბოჭრიშვილმა.