მალტის პარლამენტის თავმჯდომარე - მალტა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას
მალტის პარლამენტის თავმჯდომარე - მალტა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას

მალტის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის, ანჯელო ფარუჯას განცხადებით, „მალტა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

ანჯელო ფარუჯას განცხადებით, მალტა ყველანაირად დაეხმარება საქართველოს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

„მალტა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბრისას აღვნიშნე, რომ რაც საჭირო იქნება ჩვენი პარლამენტის მხრიდან, შეგვიძლია, რომ განვიხილოთ და გავაძლიეროთ ის ძალისხმევა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში სრულ წევრობას“, – განაცხადა ფარუჯამ.