მალტაზე ქარმა თვითმფრინავი წაიღო
მალტაზე ქარმა თვითმფრინავი წაიღო

მალტაზე თვითმფრინავი შენობას დაეჯახა. როგორც „ბი-ბი-სი“იტყობინება, მომხდარის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა.

სამგზავრო ლაინერი ქარმა გააგორა და ის საერთაშორისო აეროპორტის დამხმარე შენობას დაეჯახა.
თვითმფრინავი კერძო პირს ეკუთვნის. კერძოდ, დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მთავარ დონორს მაიკლ აშკროფტს. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანები, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.