მალიორკაზე ვერტმფრენისა და მცირე ზომის თვითმფრინავის შეჯახებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
მალიორკაზე ვერტმფრენისა და მცირე ზომის თვითმფრინავის შეჯახებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა ტურისტული კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. მსხვერპლთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. ესპანური მედიის ცნობით, ვერტმფრენში იმყოფებოდა წყვილი, რომელსაც თან ბავშვი ახლდა.
მომხდარის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. ინციდენტის თაობაზე ინფორმირებულია ადგილობრივი მთავრობაც.
ესპანური მედიის ცნობით, ვერტმფრენისა და თვითმფრინავის ნამსხვრევები ერთ-ერთ ფერმასთან ახლოს ჩამოცვივდა.