ჩინეთში, პეკინის მეტროში ორი მატარებლის შეჯახებისას, სულ მცირე, 500 ადამიანი დაშავდა
ჩინეთში, პეკინის მეტროში ორი მატარებლის შეჯახებისას, სულ მცირე, 500 ადამიანი დაშავდა

ჩინეთში, პეკინის მეტროში ორი მატარებლის შეჯახებისას, სულ მცირე, 500 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სულ მცირე, 102 ადამიანს მოტეხილობები აღენიშნება.

წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზი გზების მოყინვა გახდა, რის გამოც ერთ-ერთმა მატარებელმა ვერ შეძლო დროულად დამუხრუჭება და მეორე მატარებელს შეეჯახა.

პეკინში ძლიერი თოვლის გამო საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტი შეფერხებულია. ზოგიერთ ქალაქში დახურულია სკოლები და ბაღები.

მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ტემპერატურა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ხუთშაბათიდან კვირამდე 8C-დან 12C-მდე დაეცემა,რაც იმას ნიშნავს,რომ ტემპერატურა -20 გრადუსამდე ჩავა.