თეთრი სახლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა
თეთრი სახლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა

ვაშინგტონში, თეთრი სახლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა.

„სიენენის“ ცნობით, მანქანის მძღოლი დაკავებულია.

როგორც მედია წერს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

„მანქანა თეთრი სახლის კომპლექსის გარე ჭიშკარს საღამოს ექვს საათამდე შეეჯახა. მძღოლი დაკავებულია“, – დაწერა საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში.