საბერძნეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა

08:31, 01.03.2023

საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, 85 კი დაშავდა.

როგორც „გარდიანი“ წერს, ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ.

სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო მატარებელი კი – თესალონიკიდან ლარისში.

მაშველებმა სამგზავრო მატარებლიდან 194 მგზავრის ევაკუაცია მოახერხეს. დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათგან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 

მსგავსი