ვინისიუსმა ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა - „რეალმა“ „მალიორკა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
ვინისიუსმა ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა - „რეალმა“ „მალიორკა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

„სამეფო კლუბის“ თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა „რეალის“ შემადგენლობაში გოლი ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა.

ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში მადრიდულმა კლუბმა „მალიორკას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა (4:1). ერთ-ერთი გოლის ავტორი სწორედ ვინისიუსი გახდა.

მადრიდელთა 22 წლის ბრაზილიელმა ლეგიონერმა მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს – შვიდ მატჩში გატანილი ხუთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა.

ახალ სეზონში შესანიშნავი სტარტი აქვს ვინისიუსის გუნდსაც – „რეალს“ ლა ლიგაში ჩატარებული ხუთი ტურის შემდეგ ხუთი მოგება აქვს, სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ბარსელონას“ ორი ქულით ასწრებს.