მალიორკაზე ვერტმფრენისა და მცირე ზომის თვითმფრინავის შეჯახებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

18:39, 25.08.2019

მალიორკაზე ვერტმფრენისა და მცირე ზომის თვითმფრინავის შეჯახებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა ტურისტული კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. მსხვერპლთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. ესპანური მედიის ცნობით, ვერტმფრენში იმყოფებოდა წყვილი, რომელსაც თან ბავშვი ახლდა.

მომხდარის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. ინციდენტის თაობაზე ინფორმირებულია ადგილობრივი მთავრობაც.

ესპანური მედიის ცნობით, ვერტმფრენისა და თვითმფრინავის ნამსხვრევები ერთ-ერთ ფერმასთან ახლოს ჩამოცვივდა.

მსგავსი