მაკედონიის პრეზიდენტი გეორგე ივანოვი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ჯეიმს მეტისს შეხვდა.
შეხვედროს დროს გეორგე ივანოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
„ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება მაკედონიის სტრატეგიული მიზანია, ევროინტეგრაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის გავითარებასა და აყვავებას“, – განაცხადა ივანოვმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მაკედონიის არმია მაღალკვალფიციურია და ნატო-ს აქტიური პარტნიორია სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში. ივანოვმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს.
ჯეიმს მეტისი ბოლო 14 წლის განმავლობაში სკოპიეში დღეს პირველად ჩავიდა.
შეგახსენებთ, 30 სექტემბერს მაკედონიაში, ქვეყნის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართება. რამდენიმე თვის წინ, საბერძნეთმა და მაკედონიამ სახელწოდებასთან დაკავშირებით დავა გადაჭრეს. შეთანხმების მიხედვით მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა უნდა ეწოდოს.