ჯეიმს მეტისმა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ხაშოგის საქმის გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა
ჯეიმს მეტისმა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ხაშოგის საქმის გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ხაშოგის საქმის გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა.

ჯეიმს მეტისის განცხადებით, ადელ ალ-ჯუბეირთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სტამბოლში მომხდარი ინციდენტი სრულად და გამჭვირვალედ უნდა იქნას გამოძიებული.

თავის მხრივ, 27 ოქტომბერს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ელ-რიადი ინციდენტს იძიებს, თუმცა ეჭვმიტანილებს თურქეთს არ გადასცემს, როგორც ამას რეჯეფ თაიფ ერდოღანი ითხოვს.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მისვლის შემდეგ გაუჩინარდა. ჟურნალისტი გამოცემა Washington Post-ის მიმომხილველად მუშაობდა და 2017 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა. თურქეთში ჩატარებული გამოძიების თანახმად, ჯამალ ხაშოგი მოკლულია. მომხდართან დაკავშირებით 18 ადამიანია დაკავებული.

დატოვე კომენტარი