ჯეიმს მეტისი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან გადადგომაზე არასდროს უსაუბრია
ჯეიმს მეტისი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან გადადგომაზე არასდროს უსაუბრია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, დონალდ ტრამპისგან 100%-იანი მხარდაჭერა აქვს. ჯეიმს მეტისმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ვიეტნამისკენ მიმავალ გზაზე თვითმფრინავში ტელეფონით დაუკავშირდა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი, მეტისმა უპასუხა, რომ არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა.

„მე ტრამპის გუნდის წევრი ვარ. არასდროს გვისაუბრია ჩემს გადადგომაზე. ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას “ – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა „60 წუთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯეიმს მეტისი დემოკრატად მოიხსენია და თქვა, რომ შესაძლოა მან თანამდებობა დატოვოს.