აშშ-ის თავდაცვის მდივანი – საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი

20:00, 03.10.2018

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ჯეიმს მეტისის მიერ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრას Twitter-ში გამოეხმაურა.

„აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი“, – ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმ მეტისი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბრიუსელში დღეს შეხვდა. მაღალჩინოსნების მოლაპარაკებები NATO-საქართველოს კომისიის სხდომის წინ გაიმართა.

მსგავსი