დონალდ ტრამპმა ჯეიმს მეტისი „დემოკრატების ტიპის“ პერსონად მოიხსენია და აღნიშნა, რომ შესაძლოა, მან თანამდებობა დატოვოს
დონალდ ტრამპმა ჯეიმს მეტისი „დემოკრატების ტიპის“ პერსონად მოიხსენია და აღნიშნა, რომ შესაძლოა, მან თანამდებობა დატოვოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი „დემოკრატების ტიპის“ პერსონად მოიხსენია და აღნიშნა, რომ შესაძლოა, მან თანამდებობა დატოვოს.

ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა „60 წუთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის, აპირებს თუ არა თავდაცვის მინისტრი გადადგომას.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რესპუბლიკური პარტიის წევრმა პრეზიდენტმა ჯეიმს მეტისის შესახებ საჯაროდ უარყოფით კონტექსტში ისაუბრა.